ტერმინები

"საიტი"- ვებ გვერდი http://turbofin.ru

"მმართველი კომპანია"- ვებ გვერდი http://turbofin.ru - ს მმართველი კომპანია, შპს "My.ge".

"მომხმარებელი"- ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტის მომსახურებით, ანთავსებს განცხადებას, ან ეძებს სასურველ პროდუქციას/მომსახურებას.

"განცხადება"- ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის/მომსახურების შესახებ.

1. ხელშეკრულების ძირითადი პირობები.

1.1 მმართველი კომპანია არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი ან მყიდველი. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება გამყიდველს და მყიდველს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

1.2 მმართველი კომპანია უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ზუსტად შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება პროდუქციის/მომსახურების ადვილად მოძებნაში.

1.3 მმართველ კომპანიას არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი პროდუქცია/მომსახურება და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ.

1.4 განცხადებაში მითითებული პროდუქციის/მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლირდება მმართველი კომპანიის მიერ.

1.5 საიტზე განთასებული ინფორმაცია ემსახურება მომხმარებლის პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციას და კონტაქტის დამყარებას სხვა მომხმარებელთან.

1.6 ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

1.7 საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.

1.8 გამომდინარე საიტის წესებიდან მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.

1.9 საიტზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.

2. განცხადების განთავსება

2.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

2.2 საიტზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია და დაეთანხმოთ turbofin.ru საიტით სარგებლობის წესებს.

2.3 საიტზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა.

2.4 მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის/მომსახურების და შეთანხმების პირობების შესახებ. აკრძალულია განცხადებაზე ატვირთულ სურათზე განმათავსებელი პირის ტელ. ნომრის, პროდუქციის ჩამონათვალისა და ფასების მითითება. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული განცხადების აღწერაში/ტექსტში.

2.5 განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციის უფლება.

2.6 ვებ გერდზე ერთ მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს მაქსიმუმ 10 აქტიური უფასო განცხადება. მეტი ოდენობის განცხადებების მიზნით საჭიროა შესაბამისი განცხადებების ლიმიტის შეძენა: 100 განცხადებამდე - თვეში 10 ლარი, ყოველი დამატებითი 100 განცხადების ლიმიტი - თვეში 10 ლარი (ანუ 200 განცხადებიანი ლიმიტის ღირებულებაა - თვეში 20 ლარი, 300 განცხადებიანი ლიმიტის - თვეში 30 ლარი და ა.შ.). განცხადებების ლიმიტების ანალოგიური პრინციპი მოქმედებს მომხმარებელთა ჯგუფის შექმნის შემთხვევაშიც. ლიმიტის შეძენისას, ყველა არსებული განცხადება ავტომატურად განახლდება და მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდებათ მათი განთავსებისას მითითებული დღეების ოდენობით.

2.7 მომხმარებელს შეუძლია განათავსოს განცხადება პროდუქციის (ახალი/მეორადი) თუ მომსახურების შესახებ. აღნიშნული პროდუქცია/მომსახურება აუცილებლად უნდა მიეკუთვნებოდეს turbofin.ru საიტზე არსებულ შესაბამის კატეგორიებს (განსაკუთრებული შენიშვნა: მომსახურების შესახებ განცხადება, აუცილებლად უნდა იყოს განთავსებული ‘მომსახურების’, ხოლო პროდუქციის შესახებ განცხადება კი, ‘პროდუქციის’ შესაბამის განყოფილებაში).

2.8 განცხადება არ უნდა :

2.8.1 იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.

2.8.2 ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.

2.8.3 შეიცავდეს ინფორმაციას მოპარული, ან ყალბი პროდუქციის ყიდვა-გაყივდის შესახებ.

2.8.4 ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს.

2.8.5 შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.

2.8.6 შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.

2.8.7 შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.

2.8.8 მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.

2.8.9 უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.

2.8.10 შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.

2.8.11 შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას განცხადების ობიეტისგან განსხვავებული ქონების, ნივთისა თუ მომსახურების, ან კომპანიის შესახებ.

2.8.12 არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.

2.8.13. იყოს გარეული ცხოველების (მათ შორის: ძუძუმწოვრები, ფრინველები, რეპტილიები, ამფიბიები, თევზები და ყველა სახის გარეული ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში) რეალიზაციის შესახებ შინაარსის. გარეული ცხოველების გარემოდან უკანონოდ ამოღება, მათი დატყვევება და მათი დერივატებით ვაჭრობა ისჯება ადმინისტრაციულ სამმართალდარღვევათა კოდექსის 85 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და ითვალისწინებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით და ცხოველის ან მისი დერივატის კონფისკაციით!

2.9 მომხმარებელს არ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა გარიგების ლეგალურობის შესახებ, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ პროდუქცია/მომსახურება განთავსებლია საიტზე.

3. მმართველი კომპანიის უფლებები და მოვალეობები

3.1 მმართველი კომპანია არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის.

3.2 მმართველი კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

3.4 მმართველი კომპანია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.

3.5 ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე საიტის წესების დარღვევით წაიშლება და მომხმარებლის პროფილი, რომლითაც განათავსდა ასეთი განცხადება იქნება დაბლოკილი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე 1 კვირიდან, სამუდამო ბლოკამდე.

3.6 საიტის წესების რომელიმე პუნქტის ორჯერ, ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის ტელეფონის ნომერი და IP მისამართი.

3.7 მმართველ კომპანიას უფლება აქვს დადებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება.

3.8 მმართველი კომპანიას უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს.

3.9 მმართველი კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე.

3.10 მმართველი კომპანია არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.

3.11 საიტზე დიდი რაოდენობის განცხადებების განთავსების მიზნით, რამოდენიმე მომხმარებლის რეგისტრაციის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი.

3.12 შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი.

3.13 მმართველ კომპანიას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება ‘საიტის მოხმარების წესების’ განყოფილებაში.

4. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

4.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს

4.2 პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს ისინი.

4.3 მომხმარებელს ეკრძალება საიტზე საიტის წესების რომელიმე პუნქტისგან დამრღვევი განცხადების განთავსება.

4.4 მომხმარებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის რეკლამირება (განსხვავებული განცხადების ობიექტისაგან), ან სხვა საიტის ბმულის მითითება.

4.5 მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის წესების შესაბამისად და აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით.

4.6 თუ მომხმარებელს უჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიებს უშუალოდ მომხმარებელთან, რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია, მმართველი კომპანიისგან დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს მმართველ კომპანიას (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან. მათ შორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ანაზღაურებისგან დაკავშირებული საიტის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან.

4.7 საიტის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.8 მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ, საიტი მას აძლევს საშუალებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს.

5.რეგისტრაციის წესები:

5.1 მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტის მისამართი, სქესი, მდებარეობა და დაბადების წელი.

5.2 რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.

5.3 მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებული აქტიური ელ. ფოსტის მისამართი, იგი შეიძლება შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს (A-Z), ციფრებს (0-9) და სიმბოლოებს.

5.4 აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.

5.5 თუ მომხმარებლის მიერ განხორიციელებული ბოლო ჩარიცხვიდან 2 წლის განმავლობაში არ მოხდა მომხმარებლის მიერ ჩარიცხული თანხის გამოყენება, ბალანსი ნულდება.

წესებში ბოლოს შეტანილი ცვლილებები:

1.

2017 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება წესი განცხადებაში ინფორმაციის მითითების თაობაზე, რომლის მიხედვითაც:

  1. აკრძალულია განცხადების სურათზე რაიმე სახის ტექსტის, ტელეფონის ნომრის ან მისამართის დატანა;
  2. აკრძალულია განცხადების სათაურში და ტექსტში ტელეფონის ნომრ(ებ)ის მითითება;
  3. გასაყიდ პროდუქციაში მითითებული უნდა იყოს რეალური გასაყიდი ფასი.



გთხოვთ, გაითვალისწინოთ და შეასწოროთ არსებული განცხადებები აღნიშნულ ვადამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადებები, რომლებიც არ იქნებიან მითითებულ წესთან შესაბამისობაში, დაიბლოკება

2. გთხოვთ, კატეგორიაში: „ცხოველები, მცენარეები“ ატვირთოთ გასაყიდი ცხოველების რეალური სურათები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება დაიბლოკება.

3.

გაცნობებთ, რომ ამა წლის 1 ივლისიდან ძალაში შედის ცვლილება ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში, რომლის მიხედვითაც:

„მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. (ამ ნორმის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული შესაბამისი ხელშეკრულების არსებითი პირობა იცვლება) (29.12.2016. N238 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)“.

გთხოვთ, 30 ივნისის ჩათვლით, ჩვენს საიტებზე თქვენს მიერ განთავსებულ განცხადებებში ფასები დაარედაქტიროთ ლარში, რადგან 1 ივლისიდან სხვა ვალუტაში მითითებული ფასის შემთხვევაში სახელმწიფო დაგაკისრებთ შემდეგი სახის სანქციებს:

  • პირველადი დარღვევის შემთხვევაში - გაფრთხილება;
  • ქმედების განმეორებითი ჩადენა - ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით;
  • ქმედების ყოველი მომდევნო შემთხვევის დაფიქსირება - ფულადი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

სახელმწიფო, რიგ შემთხვევებში გარკვეულ გამონაკლისსაც დაუშვებს, როდესაც უცხოურ ვალუტაში ფასდადება კანონდარღვევად არ ჩაითვლება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ეროვნულ ბანკს.
ცხელი ხაზი: (995 32) 240 6406




ზემოთ


Related pages


my marketmy marketmaymarket gesamzareuloebitargmnamy market getargmnatargmnamay marketmaimarketmy market gemaimarketელექტრო სიგარეტიელექტრო სიგარეტიmy marketmy marketmy marketmy market gemy marketmy market gesamzareuloebimay marketmaymarket gemaimarketmy markettargmnamy marketmy market gesamzareuloebimaimarkettargmnamaimarkettargmnamaimarketmay marketsamzareuloebimay marketmaimarketmy marketsamzareuloebimy marketmaimarketელექტრო სიგარეტიmaymarket gemy market geელექტრო სიგარეტიsamzareuloebitargmnamay marketmy marketmay marketmy marketmy marketmy market geელექტრო სიგარეტიmaimarketmaymarket gesamzareuloebimy market gemy market gemay marketmy market gemaimarketsamzareuloebitargmnasamzareuloebisamzareuloebimaymarket gemy market gemy marketmaymarket ge