• 1 პროდუქტის ან მომსახურების ძებნა
    • სასურველი პროდუქტისა თუ მომსახურების ვებ გვერდზე მოძებნა შესაძლებელია ნებისმიერი საძიებო სიტყვის გამოყენებით. დეტალური ძებნის მიზნით, მიუთითეთ საძიებო პროდუქციის ან მომსახურების კატეგორია და თქვენთვის სასურველი მდებარეობა.
    • ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა შესაძლებელია ძებნის ველის მარცხენა ნაწილში კლავიატურის ნიშანზე ან KA/EN ღილაკზე დაკლიკებით.
    • "ძებნა" ღიკალზე დაკლიკების შემდგომ გაიხსნება განცხადებების ჩამონათვალი, რომელიც შეესაბამება თქვენს საძიებო სიტყვებს. განცხადებების ჩამონათვალში შეგიძლიათ აირჩიოთ კერძო პირების, მაღაზიების და "ვიყიდი" ტიპის განცხადებები, შესაბამისი ღილაკებზე დაკლიკებით. დამატებით, განცხადებების ჩამონათვალის მარცხენა ქვედა ნაწილში მოცემულია ფილტრი საიდანაც ირჩევთ ნივთის მდგომარეობას და ფასების ზღვარს.

    მაგალითად: თუ თქვენ გსურთ თბილისში მდებარე მაღაზიების კატეგორიაში iPhone-ის წარმოების მობილური ტელეფონის მოძებნა, ჩაწერეთ სიტყვა "iPhone" საძიებო ველში, მიუთითეთ მდებარეობა "თბილისი", ძებნის ღილაკზე დაკლიკების შემდგომ კი, განცხადების ტიპში აირჩიეთ "მაღაზიები", შედეგად გადახვალთ თბილისში მდებარე მაღაზიების განთავსებულ განცხადებების სიაზე iPhone-ის გაყიდვის თაობაზე

  • 2 რეგისტრაცია

    ვებ გვერდის სერვისებით სრულყოფილად სარგებლობისათვის, საჭიროა საიტზე რეგისტრაცია. მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია, გახსნილ გვერდზე აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი (ფიზიკური პირი თუ მაღაზია) და შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი.

    • მომხმარებელი (username) - ველში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი აქტიური ელ. ფოსტა (რეგისტრაციის შემდგომ საჭიროა პროფილის ელ ფოსტიდან აქტივაცია).
    • პაროლი - ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი სიმბოლოების კომბინაცია (შესაძლებელია გამოიყენოთ ლათინური/ქართული ანბანის ასოები, რიცხვები, სასვენი ნიშნები).
    • გაიმეორეთ პაროლი -ველში გაიმეორეთ ზემოთ შეყვანილი ტექსტი.
    • მაღაზიის რეგისტრაციისას საჭიროა წარმომადგენლის და თავად მაღაზიის მონაცემების მითითება (აუცილებელად მიუთითეთ ორგანიზაციის საიდ. კოდი, ინდ მეწარმის შემთხვევაში, პირადი ნომერი)

    ყველა სავალდებულო ველის შევსების შემდგომ, გაეცანითსაიტის წესებსდა მონიშნეთ ღილაკი "ვეთანხმები", დააჭირეთ ღილაკს "რეგისტრაცია".

    რეგისტრაციის შემდგომ შეამოწმეთ თქვენი მომხმარებლის სახელში მითითებული ელ. ფოსტა სადაც turbofin.ru საიტის ადმინისტრაციიდან გადმოგეგზავნებათ აქტივაციის ლინკი, მიჰყევით შესაბამის ბმულს (მაღაზიის შემთხვევაში, დამატებით, საჭიროა მისი გააქტიურება საიტის ადმინისტრაციის მიერ. გთხოვთ, დაიცადოთ 24 საათის განმავლობაში), ამით თქვენი რეგისტრაცია დასრულებულია.

    იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაინახავთ ტექსტს "ასეთი ელ-ფოსტით უკვე რეგისტრირებულია სხვა მომხმარებელი, ჩაწერეთ სხვა ელ-ფოსტა", გთხოვთ, დარეგისტრირდეთ სხვა ელ. ფოსტით, ან ისარგებლოთ უკვე არსებული პროფილით (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია პაროლის აღდგენა).

    რეგისტრაციის შემდეგ, სერვისებით სარგებლობისათვის, აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია

  • 3 განცხადების დამატება

    განცხადების დასამატებლად, ავტორიზაციის შემდგომ, დააჭირეთ ღილაკს ჩემი გვერდი, შემდგომ აირჩიეთ განცხადების დამატება და შეავსეთ გახსნილი ფანჯრის ყველა სავალდებულო (და სასურველი) ველი.

    • პირველ რიგში, აირჩიეთ განცხადების ტიპი - პროდუქციას ანთავსებთ თუ მომსახურებას. პროდუქციის შემთხვევაში, დააკონკრეტეთ ყიდით თუ ყიდულობთ ნივთს, და ახალია თუ მეორადი მისი მდგომარეობა. შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი (აღნიშნულია ნარინჯისფერი წერტილით) და სურვილის შემთხვევაში დაამატეთ აღწერა, სადაც მიუთითებთ ნებისმიერ დამატებითი ინფორმაციას თქვენი განცხადების შესახებ (აღწერის ტექსტი არ უნდა იყოს წინააღმდეგობაში საიტის წესებთან).
    • სურათ(ებ)ის დასამატებლად, დააჭირეთ ღილაკს სურათის ატვირთვა და თქვენი კომპიუტერიდან მონიშნეთ სასურველი ფოტოები (მაქსიმუმ 12 ფოტო) და ატვირთეთ. დამატებული სურათებიდან თავად შეგიძლიათ აირჩიოთ განცხადების ძირითადი სურათი (მიიტანეთ მაუსი სასურველ სურათთან და დააჭირეთ ღილაკს მთავარი სურათი).

    ყველა სასურველი ველის შევსების შემდგომ დააჭირეთ ღილაკს დამატება.

    განცხადების დამატების პროცედურის დასასრულებლად, აუცილებელია საკონტაქტო ნომრის აქტივაცია (ნომრის დასადასტურება საჭიროა მხოლოდ ერთხელ, მისი პირველად დამატებისას). ღილაკზე დაჭერისთანავე, თქვენს მიერ მითითებულ ნომერზე turbofin.ru-ს ადმინისტრაციის მიერ იგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) რომელშიც მითითებულია აქტივაციის კოდი. დამატებულ განცხადებაზე დააჭირეთ ღილაკს გააქტიურება, გახსნილ გრაფაში შეიყვანეთ მიღებული აქტივაციის კოდი და გაააქტიურეთ განცხადება.

    შენიშვნა: მოცემული პროცედურა აბსოლიტურად უფასოა და საჭიროა განცხადების დამატებისას თქვენ მიერ მითითებული ტელეფონის ნომრის სისწორის დასადასტურებლად.

  • 4 განცხადების დამატება Super VIP კატეგორიაში
    საიტის პირველ გვერდზე მუდმივად ჩანს Super VIP განცხადებები.
    განცხადებების ძებნის დროს შესაბამისი კატეგორიის მითითების შემთხვევაში ჯერ ჩანს Super VIP განცხადებები, შემდეგ VIP+ განცხადებები, შემდეგ VIP განცხადებები, ხოლო შემდეგ მოდის განცხადებები ქრონოლოგიის მიხედვით.
    • განცხადების Super VIP კატეგორიაში დასამატებლად, წინასწარ უნდა გქონდეთ ბალანსი შევსებული შესაბამისი ოდენობის თანხით (იხ. ბალანსის შევსების ინსტრუქცია)
    • ავტორიზაციის შემდგომ, დააჭირეთ ღილაკს ჩემი გვერდი. სასურველი განცხადების მარჯვენა ნაწილში დააჭირეთ ღილაკს VIP, მონიშნეთ VIP-ის დონე >> S-VIP, მიუთითეთ პერიოდი რამდენი დღითაც გსურთ განცხადების Super VIP კატეგორიაში დამატება, დააჭირეთ ღილაკს დადასტურება და დაასრულეთ ოპერაცია. მითითებული დღეების შესაბამისი ოდენობის თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენი ბალანსიდან და განცხადება ამ ხნის განმავლობაში იქნება Super VIP განყოფილებაში.
    განცხადების Super VIP განყოფილებაში დამატების ღირებულებაა 24 საათის განმავლობაში - 7 ლარი.
  • 5 განცხადების დამატება VIP+ კატეგორიაში

    საიტის პირველ გვერდზე მუდმივად ჩანს VIP+ განცხადებები.
    განცხადებების ძებნის დროს შესაბამისი კატეგორიის მითითების შემთხვევაში ჯერ ჩანს Super Vip განცხადება, შემდეგ VIP+ განცხადებები, შემდეგ VIP განცხადებები, ხოლო შემდეგ მოდის განცხადებები ქრონოლოგიის მიხედვით.

    • განცხადების VIP+ კატეგორიაში დასამატებლად, წინასწარ უნდა გქონდეთ ბალანსი შევსებული შესაბამისი ოდენობის თანხით (იხ. ბალანსის შესავსება)
    • ავტორიზაციის შემდგომ, დააჭირეთ ღილაკს ჩემი გვერდი. სასურველი განცხადების მარჯვენა ნაწილში დააჭირეთ ღილაკს VIP, მონიშნეთ VIP-ის დონე >> VIP+, მიუთითეთ პერიოდი რამდენი დღითაც გსურთ განცხადების VIP+ კატეგორიაში დამატება, დააჭირეთ ღილაკს დადასტურება და დაასრულეთ ოპერაცია. მითითებული დღეების შესაბამისი ოდენობის თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენი ბალანსიდან და განცხადება ამ ხნის განმავლობაში იქნება VIP+ განყოფილებაში.

    განცხადების VIP+ განყოფილებაში დამატების ღირებულებაა 24 საათის განმავლობაში - 2 ლარი.

  • 6 განცხადების დამატება VIP კატეგორიაში

    განცხადებების ძებნის დროს შესაბამისი კატეგორიის მითითების შემთხვევაში ჯერ ჩანს Super VIP განცხადება, შემდეგ VIP+ განცხადებები, შემდეგ VIP განცხადებები, ხოლო შემდეგ მოდის განცხადებები განთავსების ქრონოლოგიის მიხედვით.

    განცხადების VIP კატეგორიაში დამატება შესაძლებელია მობილური ტელეფონის ბალანსიდან SMS-ის მეშვეობით ან საიტის ბალანსიდან (იხ. ბალანსის შევსების ინსტრუქცია)

    • საიტის ბალანსიდან VIP-ის შესაძენად, ავტორიზაციის შემდგომ, დააჭირეთ ღილაკს ჩემი გვერდი. სასურველი განცხადების მარჯვენა ნაწილში დააჭირეთ ღილაკს VIP, მონიშნეთ VIP-ის დონე >> VIP, მიუთითეთ პერიოდი რამდენი დღითაც გსურთ განცხადების VIP კატეგორიაში დამატება, დააჭირეთ ღილაკს დადასტურება და დაასრულეთ ოპერაცია.
    • მითითებული დღეების შესაბამისი ოდენობის თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენი ბალანსიდან და განცხადება ამ ხნის განმავლობაში იქნება VIP განყოფილებაში.

    საიტის ბალანსიდან განცხადების VIP განყოფილებაში დამატების ღირებულებაა 24 საათის განმავლობაში - 1 ლარი.

    • მობილურის ბალანსიდან SMS-ის მეშვეობით VIP-ის შესაძენად, ავტორიზაციის შემდგომ, დააჭირეთ ღილაკს ჩემი გვერდი. სასურველი განცხადების მარჯვენა ნაწილში დააჭირეთ ღილაკს VIP. გახსნილი ფანჯრის მარცხენა ქვედა ნაწილში დააჭირეთ ღილაკს "VIP-ის შეძენა SMS-ით" და ნომერზე 93099 გააგზავნეთ SMS მითითებული ტექსტით.
    • შესაბამისი ოდენობის თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენი ბალანსიდან და განცხადება 24 საათის განმავლობაში იქნება VIP განყოფილებაში.

    SMS-ის მეშვეობით განცხადების VIP განყოფილებაში დამატების ღირებულებაა 24 საათის განმავლობაში - 2 ლარი.

  • 7 როგორ განვათავსო განცხადება turbofin.ru - ს Facebook გვერდზე?

    Facebook -ზე განცხადების განთავსების სერვისი გულისხმობს, რომ თქვენი განცხადება პოსტის სახით დაიდება turbofin.ru -ს გვერდზე, რომელსაც აქვს 80 ათასზე მეტი მოწონება. გვერდზე განთავსებული თითოეული განცხადება, მოკლე პერიოდში გამოუჩნდება საშუალოდ ორი ათას მომხმარებელს.

    turbofin.ru -ს ოფიციალური Facebook გვერდი იხილეთ ბმულზე:

    • Facebook გვერდზე განცხადების განთავსების სერვისის შეძენის შემთხვევაში, თქვენი განცხადება turbofin.ru- ს ოფიციალურ Facebook გვერდზე დაიდება, სერვისის შეძენიდან საშუალოდ 1 სამუშაო დღის განმავლობაში.
    • სერვისის არასამუშაო საათებში შეძენისას, განცხადება განთავსდება მომდევნო სამუშაო დღეს.
    • ერთი განცხადება, ასევე უნიკალური მომხმარებლის მიერ შეძენილი, მსგავსი შინაარსის მქონე განცხადებები 48 საათის განმავლობაში შეიძლება Facebook გვერდზე განთავსდეს მხოლოდ ერთხელ.
    • განცხადება რომელიც არღვევს საიტის მოხმარების წესებს, არ განთავსდება Facebook გვერდზე და მოხდება მისი ვებ გვერდიდან წაშლა. ასეთ შემთხვევაში, სერვისში გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
    • სერვისის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და გულიხმობს განცხადების ერთჯერადად განთავსებას turbofin.ru - ს ოფიციალურ Facebook გვერდზე.
  • 8 განცხადების განახლება

    ძებნის შედეგებში შესაბამისი კატეგორიის განცხადებები ჩანს შემდეგი თანმიმდევრობით: პირველი გამოდის Super VIP განცხადებები, შემდეგ VIP+, VIP, ხოლო შემდეგ ყველა განცხადება განთავსების ქრონოლოგიის მიხედვით.

    ახალი დამატებული განცხადებები ჩანს ძველ განცხადებებზე წინ, ხოლო ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, ავტომატურად იშლება.

    • იმ შემთხვევაში თუ გსურთ რომ თქვენი განცხადების დადების თარიღი შეიცვალოს განახლების დღის თარიღით და იგი გადავიდეს პირველ გვერდზე (ქრონოლოგიის მიხედვით), ან ბოლო ვადის გასვლამდე ვერ მოახერხეთ თქვენი ნივთის გაყიდვა და გსურთ განცხადება არ წაიშალოს, შეგიძლიათ მისი განახლება.

    შეგიძლიათ ისარგებლოთ ორი სახის განახლების სერვისით:

    • ფასიანი განახლება - განახლება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ფასიანი განახლების შესაძენად, ბალანსი უნდა გქონდეთ შევსებული შესაბამისი ოდენობის თანხით (იხ. ბალანსის შევსების ინსტრუქცია). პირველ რიგში დააჭირეთ ღილაკს ჩემი გვერდი, სასურველი განცხადების მარჯვენა ნაწილში დააჭირეთ ღილაკს განახლება, გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ განახლების შეძენა და დაადასტურეთ თქვენი მოთხოვნა გახსნილ ფანჯარაზე ok ღილაკზე დაჭერით.

    ამით თქვენი განცხადება განახლებულია. ფასიანი განახლების ღირებულებაა 0.10 ლარი.

    • ავტომატური განახლება - ფუნქციის შეძენის შემთხვევაში განახლება ხდება სისტემის მიერ ავტომატურად, ყოველ 24 საათში ერთხელ, კონკრეტულად თქვენ მიერ მითითებულ დროს.
    • ავტომატური განახლების შესაძენად, ბალანსი უნდა გქონდეთ შევსებული შესაბამისი ოდენობის თანხით (იხ. ბალანსის შევსების ინსტრუქცია). პირველ რიგში დააჭირეთ ღილაკს ჩემი გვერდი, სასურველი განცხადების მარჯვენა ნაწილში დააჭირეთ ღილაკს განახლება, გახსნილ ფანჯარაში მიუთითეთ ავტომატური განახლების დღეების რაოდენობა და განახლების დრო, აირჩიეთ ღილაკი ავტ. განახლების შეძენა და დაადასტურეთ თქვენი მოთხოვნა გახსნილ ფანჯარაზე ok ღილაკზე დაჭერით.

    ამით ავტომატური განახლების ფუნქცია შეძენილია თქვენ მიერ მითითებული დღეების განმავლობაში. ავტომატური განახლების ღირებულებაა დღეში 0.15 ლარი.

  • 9 ბალანსის შევსება

    ანგარიშის შევსება შესაძლებელია სამი მეთოდით:


    1. ბალანსის შევსება სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით:
    ბალანსის შესავსებად დაგჭირდებათ თქვენი მომხმარებლის სახელი ან მომხმარებლის ID ნომერი (მითითებულია ჩემ გვერდზე) და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი (Paybox, Express pay ან i Pay). ჩარიცხვის პროცესი შესაბამის სწრაფი ჩარიცხვის აპარატში შემდეგნაირია:

    • Paybox >> სხვადასხვა >> turbofin.ru/ან MyHome.ge >> ჩაწერთ მომხმარებლის სახელს (რომლითაც გადიხართ ავტორიზაციას საიტზე) ან მომხმარებლის ID ნომერს და ჩარიცხავთ თანხას;
    • Express Pay >> სხვა გადასახდელები >> turbofin.ru/ან MyHome.ge >> ჩაწერთ მომხმარებლის სახელს (რომლითაც გადიხართ ავტორიზაციას საიტზე) ან მომხმარებლის ID ნომერს და ჩარიცხავთ თანხას;
    • i Pay >> სხვა გადასახდელები >> turbofin.ru/ან MyHome.ge >> ჩაწერთ მომხმარებლის სახელს (რომლითაც გადიხართ ავტორიზაციას საიტზე) ან მომხმარებლის ID ნომერს და ჩარიცხავთ თანხას.
    ჩარიცხული თანხა მომენტალურად აისახება ვებ გვერდზე, თქვენს ანგარიშზე.

    2. ბალანსის შევსება პლასტიკური ბარათის საშუალებით:
    ანგარიშის შევსება ხდება VISA/Mastercard პლასტიკური ბარათის საშუალებით, თქვენ მიერ გადმორიცხული თანხა ჩაირიცხება თქვენი მომხმარებლის ბალანსზე.

    • პლასტიკური ბარათით ანგარიშის შესასვებად დააჭირეთ ამ ბმულს. შეიყვანეთ სასურველი თანხის ოდენობა და გააგრძელეთ თქვენი პლასტიკური ბარათის მონაცემების შევსებით, დაადასტურეთ ოპერაცია. ჩარიცხული თანხა მომენტალურად აისახება თქვენ ბალანსზე.
    3. ბალანსის შევსება ონლაინ გადახდის სისტემებით.
    სისტემით ბალანსის შესავსებად, გადადით ლინკზე ჩაწერეთ მომხმარებლის სახელი ან მომხმარებლის ID ნომერი და ჩარიცხეთ თანხა

    4. ბალანსის შევსება თქვენი საბანკო ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვით (ეს მეთოდი რეკომენდირებულია იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც სურთ დღგ-ის ფაქტურის მიღება და turbofin.ru საიტზე დახარჯული თანხების ხარჯებში გატარება):
    • საბანკო გადმორიცხვით ბალანსის შესავსებად, მოგვწერეთ კონტაქტის ფორმის საშუალებით, ან ელ ფოსტაზე , მიუთითეთ თქვენი კომპანიის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი), თქვენი ელ. ფოსტა (მომხმარებლის სახელი) და თქვენთვის სასურველი თანხის ოდენობა. ჩვენი წარმომადგენელი მითითებულ ელ. ფოსტაზე გადმოგიგზავნით ინვოისს. ამგვარად, გადმორიცხავთ თანხას უშუალოდ თქვენი კომპანიის ანგარიშიდან შპს"მაი.ჯი"-ს ანგარიშზე. გადმორიცხული თანხა აისახება თქვენი ვებ. გვერდის ბალანსზე და ისარგებლებთ საიტის სერვისებით, ასევე, შეძლებთ turbofin.ru საიტზე დახარჯული თანხების ხარჯებში გატარებას (დღგ-ის ფაქტურის მიღება).
  • 10 როგორ ვიყიდო?

    საიტიდან პროდუქციის შესაძენად, გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია (თუკი არ ხართ დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით მოცემული ლინკიდან)

    • შედით სასურველი პროდუქტის/მომსახურების განცხადების გვერდზე, მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ერთეულების ოდენობა (ან დატოვეთ „1“ თუ მხოლოდ ერთი ერთეული გსურთ) და დააჭირეთ ღილაკს „შეძენა“.
    • პირველად შეძენის შემთხვევაში, საჭიროა თქვენი რეკვიზიტების შევსება მიტანის მისამართის დამატების ველში (დააჭირეთ ღილაკს „აირჩიეთ“, მონიშნეთ „ახალი მისამართის დამატება", შეავსეთ მიმღების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელ. ნომერი და მისამართი). განმეორებით შეძენისას, შეგიძლიათ აირჩიოთ მანამდე დამატებული მისამართ(ებ)იდან ან, საჭიროების შემთხვევაში, დაამატოთ ისევ ახალი.
    • გახსნილ ფანჯარაში გადაამოწმეთ თქვენი შენაძენი და დააჭირეთ ღილაკს „გადახდა“, შემდგომ „გაგრძელება“, შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები და დაასრულეთ ოპერაცია.

    თქვენ მიერ შეძენილი პროდუქციის ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ „ჩემი შეკვეთების“ გვერდზე

  • 11 მიტანის პირობები
    ონლაინ შეძენილი პროდუქტის ადგილზე მიტანა შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. თბილისში კურიერული მომსახურება ხორციელდება 1 სამუშაო დღის განმავლობაში. (შეძენის განხორციელებიდან, მომდევნო სამუშაო დღეს). რეგიონებში 3-4 სამუშაო დღეში.
    • დღის 12 საათამდე მიღებული შეკვეთის მიტანა, თბილისის მასშტაბით, შესაძლებელია იმავე სამუშაო დღეს. დეტალების დასაზუსტებლად დაუკავშირდით ვებ გვერდის ადმინისტრაციას.
    • შაბათ-კვირას, ასევე დასვენების დღეებში მიღებული შეკვეთები დამუშავდება მომდევნო სამუშაო დღეს.
    მიტანის ღირებულება:
    • თბილისის მასშტაბით ერთი მაღაზიიდან 50 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, საკურიერო მომსახურება არის უფასო.

    საკურიერო მომსახურების აღნიშნული პირობები მოქმედებს მცირე მოცულობის ამანათებზე. დიდი მოცულობის და წონის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში გთხოვთ წინასწარ, ოპერატორთან დააზუსტოთ მიტანის ღირებულება. პროდუქტის შეძენის შემდეგ ვებ გვერდის ადმინისტრაცია იღებს შეკვეთას, შემდგომ ხდება მისი დამუშავება და მიწოდება.
    მომხმარებლის პანელში „ჩემი შეკვეთები“ შეგიძლიათ აკონტროლოთ ონლაინ შეძენილი პროდუქციის სტატუსი. რომელიც შემდეგია:

    შეკვეთა მღებულია >> მუშავდება >> გზაშია >> ჩაბარებულია.

    შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეძენილ პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი, ამოიწურა მარაგი ან სხვა რაიმე მიზეზით ვერ ხორციელდება შეკვეთის მითითებულ ვადებში დამუშავება. მომხმარებლისთვის თანხის სრულად დაბრუნება მოხდება 3-4 სამშაო დღეში.

    თუ კურიერი შეძენისას მითითებულ მისამართზე მისვლისას ვერ უკავშირდება მომხმარებელს და ასევე ვერ ხერხდება შეძენისას მითითებულ ნომერზე დაკავსირება(მომხმარებლის მხრიდან გამოწვეული მიზეზის გამო). პროდუქტი გადაიგზავნება მაღაზიაში სადაც უშუალოდ მომხარებელი მიაკითხავ კუთვნილ პროდუქტს, რის შესახებაც ეცნიბება მოხმარებელს რეგისტრირებულ პროფილზე და ელ-ფოსტაზე.

    პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მიტანის ღირებულების, პირობების და ვადების შესახებ, ან სხვა ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
    ტელ: 2 50 81 81
    ელ. ფოსტა:

    ონლაინ შოპინგი turbofin.ru -ზე მუშაობს საცდელ რეჟიმში.

ზემოთ


Related pages


my marketmay marketmaymarket gemay markettargmnaელექტრო სიგარეტიmaymarket gemy market gemaymarket gemay marketmay marketmay marketmy markettargmnatargmnamy market gemy marketmy marketmay marketmy marketელექტრო სიგარეტიmaimarketელექტრო სიგარეტიsamzareuloebimay marketsamzareuloebimay marketmay marketmaimarketmy market gemaymarket gemy market gemaimarketmy market geელექტრო სიგარეტიmy marketmy markettargmnatargmnasamzareuloebimaymarket gemy marketmy marketელექტრო სიგარეტიელექტრო სიგარეტიtargmnatargmnamy marketmay marketmay marketელექტრო სიგარეტიmay markettargmnasamzareuloebimaimarketელექტრო სიგარეტიელექტრო სიგარეტიmay marketmay marketmy marketmaymarket gemaymarket geელექტრო სიგარეტიmy marketmaymarket geელექტრო სიგარეტიsamzareuloebimy market geელექტრო სიგარეტიელექტრო სიგარეტიsamzareuloebimy marketsamzareuloebiელექტრო სიგარეტიmay marketmy market ge